ყვარელში ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერების მიზნით ტრენინგების სერია გრძელდება

პროექტ „პირველი ნაბიჯის“ ფარგლებში ყვარლის ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის მეორე სამუშაო შეხვედრა-ტრენინგი გაიმართა.
პროექტი სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება და ახალგაზრდული საბჭოს ინსტიტუციურ გაძლიერებასა და წევრების შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად.
სამეტაპიანი განვითარების პროგრამა ჯამში ექვს თემატურ ტრენინგს მოიცავს. მეორე შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკული სამუშაოების საშუალებით განიხილეს პროექტების ეფექტური დაგეგმვისა და მართვის საკითხები, პროექტის მართვის ციკლი, ბიუჯეტირება, მონიტორინგი და ანგარიშგება.
პროექტის ფარგლებში ტრენინგების ციკლი 2026 წლის 25 ნოემბრამდე გაგრძელდება.