15 ნოემბერს, ყვარლის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ინიციატივითა და ორგანიზებით, ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ხატვის კონკურსი ჩატარდა. ღონისძიებაში შემოქმედებითი ნიჭითა და ხელოვნებისადმი სიყვარულით გამორჩეულმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა.
კონკურსმა გააერთიანა განსხვავებული იდეები, ფერადი ნამუშევრები და შემოქმედებითი ხედვები, ხოლო ჟიურიმ მონაწილეთა ნამუშევრები შეაფასა და გამარჯვებულები გამოავლინა.
ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს როგორც კონკურსის ყველა მონაწილეს აქტიურობისთვის, შრომისა და საინტერესო ნამუშევრების წარდგენისთვის, ასევე, ჟიურის წევრებს გაწეული საქმიანობისთვის.
გამარჯვებულებს წარმატება და ახალი შემოქმედებითი მიღწევები უსურვეს.