პლატონ კალმახელიძე გურჯაანში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში, მე-10 ქუჩაზე მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია ასფალტის საფარის დაგება გზის 580 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე და სანიაღვრე არხის მოწყობა.
სამუშაოების მიმდინარეობას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი მაჭავარიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.
“გურჯაანის მუნიციპალიტეტში დინამიურად მზარდია ეკონომიკის დარგები, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობს საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუნიციპალიტეტში, რაც რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე დადებითად აისახება,” – აღნიშნა პლატონ კალმახელიძემ.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება  250 000 ლარით.