დღეს, ყვარელში, ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაიმართა ალილოს ტრადიციული მსვლელობა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სადღესასწაულო მსვლელობაში სასულიერო პირები, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი ილია მზექალაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძე, მერის მოადგილეები – ოთარ ბუჯიაშვილი და დავით ქანდაურიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოსახლეობა მონაწილეობდნენ.
“დღეს, ყვარელში გაიმართა ალილოს ტრადიციული მსვლელობა. სასულიერო პირებმა მოსახლეობა დალოცეს და მიულოცეს შობის დღესასწაული. მსვლელობისას მოსახლეობის მიერ შემოწირული საჩუქრები სოციალურად დაუცველ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს გადაეცემათ,”- განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა.