ზაირა არსენიშვილის სახელობის თელავის კულტურის ცენტრში პრეზენტაცია „სინათლით მხატვარი – ვასილ როინაშვილი“ გაიმართა.
ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები გიორგი ქართლელიშვილი, გიგა მამუკელაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ლევან ლილუაშვილი დაესწრნენ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ისტორიკოსმა და მკვლევარმა მაია ყაზახაშვილმა აუდიტორიას ქართული ფოტოგრაფიის კლასიკოსის, ვასილ როინაშვილის, ცხოვრების გზა და შემოქმედებითი მემკვიდრეობა გააცნო.
პრეზენტაციის მიზანი იყო საზოგადოებისთვის ქართველი ფოტოგრაფის მოღვაწეობისა და ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში მისი მნიშვნელოვანი წვლილის კიდევ ერთხელ გაცნობა.