თელავის მერმა ვაჟა მაღრაძემ წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა

თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე, მერის მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძესთან ერთად, საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებულ თელაველ სპორტსმენებს შეხვდა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სპორტსმენებს საერთაშორისო ჩემპიონატებზე მიღწეული შედეგები მიულოცეს, ქართული სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და სიმბოლური სიგელები გადასცეს.
საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებით იასპარეზეს:
  • ცოტნე ქააძემ და დავით გიგოლაშვილმა – ინდოეთის დედაქალაქ დელიში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე;
  • მერაბ სამადაშვილმა – ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშამბეში გამართულ ძიუდოს ახალგაზრდულ გრანპრიზე;
  • ლუკა ქალიაშვილმა – ავსტრიის ქალაქ გრაცში გამართულ ძიუდოს ევროპის ახალგაზრდულ თასზე;
  • ვახტანგ ჩიდრაშვილმა – უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართულ სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე.
შეხვედრაზე აღინიშნა სპორტსმენების მიღწევების მნიშვნელობა და მათი როლი ახალგაზრდა თაობისთვის წარმატებული მაგალითის შექმნაში.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია სპორტსმენებს მიღწეულ გამარჯვებებს ულოცავს და მომავალშიც არაერთ წარმატებას უსურვებს!