ყვარლის სასპორტო სკოლის დარბაზში, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, გაიმართა მუნიციპალური თამაში ფრენბურთში.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, I ადგილი დაიკავა შილდის პირველმა საჯარო სკოლამ, ხოლო II ადგილზე გავიდა საბუის საჯარო სკოლა.
შეჯიბრში გამარჯვებულ გუნდს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან გელაძემ გადასცა მედლები, სიგელები და თასი.