საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა მერმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა მერმა, ვახტანგ კაკუტაშვილმა, პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებთან, ასევე, მერის წარმომადგენლებთან.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევები და განსაზღვრეს მათი გადაჭრისთვის სამოქმედო გეგმა.
აღსანიშნავია, რომ გამოიკვეთა პრიორიტეტები, მოსახლეობის კეთილდღეობისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სამომავლო განვითარებისთვის.