კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, პარლამენტის წევრ გიორგი ბენაშვილთან და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერ ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად, სოფელ სამრეკლოს მოსახლეობას შეხვდა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ადგილობრივების საჭიროებებსა და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისგან არსებული პრობლემებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი მხარდაჭერა აღუთქვეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფელში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აღინიშნა, რომ განხორციელებული სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდა წყალმომარაგება, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა და სოფლის საჯარო სკოლის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
მოსახლეობასთან შეხვედრა ადგილობრივი საჭიროებების გაცნობას, არსებული საკითხების განხილვასა და სამომავლო გეგმებზე მსჯელობას დაეთმო.