თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრომაციით, 24 ოქტომბერს, თელავში, მეფე ერეკლე II -ის მოედანზე ტრადიციული ფესტივალი „ჭაჭა 2026″ გაიმართება.
ფესტივალის პროგრამა:
12:00 საათი – ფესტივალის გახსნა მუსიკალურ – თეატრალიზებული მსვლელობით;
12:15 სთ – 12:30 სთ. -საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის
„საქპატენტი“-ს მიერ საქართველოს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნების პრეზენტაცია;
12:00– 18:00 საათი –
კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მდებარე მცირე მარნების, ფერმერების, გლეხებისა და ასევე, ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების მიერ ჭაჭის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა;
-კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის მიერ თემატური კუთხეების წარდგენა, მათთვის დამახასიათებელი ეთნოსის, ტრადიციებისა და კულტურის წარმოჩინებით;
-კახეთისთვის დამახსიათებელი გასტრონომიული კუთხე და ტრადიციული კერძების გამოფენა-გაყიდვა;
-მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი კულტურული პროგრამა, რომელსაც ტრადიციულად წარუძღვება საქართველოს სახალხო არტისტი, თელავის თეატრის მსახიობი, ვანო იანტბელიძე;