კახეთის რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეებს ახალი კომპიუტერები გადასცეს

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და პარლამენტის წევრმა, დავით სონღულაშვილმა, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების – საგარეჯოს, გურჯაანის და სიღნაღის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად,  საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს გადასცეს ახალი კომპიუტერები.
პროგრამა, რომლის სახელწოდებაც არის – „ჩემი პირველი კომპიუტერი“, ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ და მისი ერთ-ერთი ქვეპროგრამა ითვალისწინებს საქართველოს საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული წარჩინებული მოსწავლეების უზრუნველყობას პორტაბელური კომპიუტერებით.
ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს ასრულებენ საბაზისო საფეხურს და საფეხურის ნიშანი აქვთ 10 (ათი) ქულა დამრგვალების გარეშე. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საგარეჯოში – 48, გურჯაანში – 85, ხოლო სიღნაღში – 41 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა ახალი კომპიუტერით.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მიულოცეს როგორც მიღწეული წარმატება და დამსახურებული ჯილდო, ასევე,  უსურვეს სამომავლო წარმატებები.