თელავში ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

დღეს, თელავში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ საქართველოს პარლამეტის წევრი გელა სამხარაული, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 2 081 479 ლარს შეადგენს და მოიცავს 1083 მ სიგრძის გზის სრულ რეაბილიტაციას.
აღსანიშნავია, რომ პროექტი თავისი მასშტაბით გათვალისწინებულია 2 წელზე, თუმცა სამუშაოები შემჭიდროვებულ ვადებში ხორციელდება, რომლის ძირითადი მიზეზიც ის არის, რომ  ჭავჭავაძის გამზირი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება გამზირის თითქმის სრულ სიგრძეზე უკვე დასრულებულია. გარდა ამისა, ჭავჭავაძის გამზირის მთელ სიგრძეზე იგება ორფენიანი ასფალტის საფარი, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ტროტუარებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა.