თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საპროექტო წინადადებების წარდგენის წესისა და ვადების შესახებ. პროექტის განმახორციელებელი გუნდის წევრებმა უპასუხის მოქალაქეთა კითხვებს. 
საპროექტო წინადადება უნდა ითვალისწინებდეს მხოლოდ საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტის მოწყობას ან სერვისის შექმნას, რომლითაც ყველა მოქალაქე შეუფერხებლად ისარგებლებს; პროექტის სავარაუდო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს. საპროექტო იდეების მიღების ვადა 12 აგვისტოს იწურება. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამის – „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ მხარდაჭერით.
შეგახსენებთ, რომ მონაწილეობითი ბიუჯეტირების მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაიზარდოს მოქალაქეთა მონაწილეობა, რათა სწორედ ადგილობრივებმა გადაწყვიტონ, რა არის მათ დასახლებაში გასაკეთებელი.