თელავის ისტორიული მუზეუმი ლუკა კიკნაძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს

თელავის ისტრიული მუზეუმი მასპინძლობს ახალგაზრდა მხატვრის ლუკა კიკნაძის პერსონალურ გამოფენა – გაყიდვას ,,თბილისური ღამე,“ რომელიც მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში გაიხსნა 10 თებერვლს და გაგრძელდება 29 თებერვლამდე.

“ლუკა კიკნაძე გახლავთ თბილისიდან. ხატვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ხატავს ადრეული ბავშვობიდან. 14 წლიდან აკადემიაში ჩაბარებამდე ლუკა პროფესორ ეკა აბულაძის სამხატვრო სკოლაში სწავლობდა. საბოლოოდ პროფესიადაც მხატვრობა აირჩია. 2015 წელს ლუკა ჩაირიცხა თსსა არქიტექტურის ფაკულტეტზე. ერთი წლის შემდეგ მან შეიცვალა სპეციალობა. სწავლობდა ჯერ ილუსტრაციას, ხოლო შემდეგ დაზგურ გრაფიკას. სწორედ ამ სპეციალობით დაამთავრა მან სამხატვრო აკადემიის პირველი საფეხური პროფესორ გოგი წერეთლის ხელმძღვანელობით და 2021 წლის 10 მარტს წარმატებით დაიცვა ბაკალავრის ხარისხი. შემდგომ მან სწავლა განაგრძო ფერწერის ფაკულტეტის მაგისტრატურაზე პროფ. გია გუგუშვილის ჯგუფში ფერწერის სპეციალობით, რომელიც ასევე წარმატებით დაასრულა 2023 წელს. ლუკა კიკნაძე კვლავ აგრძელებს სწავლას სამხატვრო აკადემიაში. ახლა იგი არის ხატვის მაგისტრატურის პირველი კურსის წარჩინებული სტუდენტი და ირიცხება პროფ. გოგი ლაზარაშვილის ჯგუფში.

თელავის ისტორიული მუზეუმი წარმატებას უსურვებს ახალგაზრდა ნიჭიერ მხატვარს როგორც პირად ასევე შემოქმედებით ცხოვრებაში,”- თელავის ისტორიული მუზეუმი.