საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ვახტანგ კაკუტაშვილმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არსებული ღვინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის ორი საწარმო მოინახულა. შეხვდა საწარმოებში დასაქმებულ პერსონალს და მათთან ერთად ისაუბრა როგორც არსებულ გამოწვევბზე, ასევე მათი გადაჭრის გზებზე.
„მოხარული ვარ, რომ პირადად მოვინახულე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არსებული ღვინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის ორი საწარმო. შევხვდი ბიზნესმენ ზურაბ ჩხაიძეს, რომელმაც სიამოვნებით გვიმასპინძლა და დაგვათვალიერებინა საწარმოო პროცესი. გავიცანი ამ საწარმოებში დასაქმებული ადგილობრივი პესრსონალი და ვისაუბრეთ მათ სოფლებში არსებულ გამოწვევებზე და შევთანხმდით მათი გადაჭრის გზებზე.
აღსანიშნავია, რომ კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში. KTW ჯგუფის საქმიანობა რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოებას, სტუმარ-მასპინძლობა ღვინის ტურიზმს, აგრონომიულ საქმიანობას, დეველოპმენტს, სასურსათო წარმოებასა და ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მაღაზიათა ქსელს „ვინჩერო.“ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დღეს, საქართველოში ბიზნესის კეთება უმარტივესი და სრულიად თავისუფალია. ჩვენს მუნიციპალიტეტში მსგავსი ინვესტიციების განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ასევე დასაქმებისა და დოვლათს შექმნას ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის,” – განაცხადა ვახტანგ კაკუტაშვილმა.