თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ვაჟა მაღრაძემ, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გსმ (განსაკუთრებული საჭიროების მქონე) 6 მოქალაქეს გადასცა სამედიცინო დანიშნულების გადასაადგილებელი ეტლი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ეტლების გადაცემა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის, განხორციელდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაციებს ადამიანებზე ორიენტირებული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.