პროექტ „პირველი ნაბიჯის“ ფარგლებში ყვარლის ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის ტრენინგების სერია გრძელდება.
საბჭოს ორგანიზებითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, მორიგი სამუშაო შეხვედრა-ტრენინგი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენების, ციფრული წიგნიერებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკული ციფრული უნარების განვითარებას.
პროექტი „პირველი ნაბიჯი“ ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს ყვარლის ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭოს ინსტიტუციურ გაძლიერებას. სამეტაპიანი განვითარების პროგრამა ექვს თემატურ ტრენინგს აერთიანებს.
სასწავლო-სამუშაო ციკლი 2026 წლის 25 ნოემბრამდე გაგრძელდება.