ყვარლის ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა სოციალური მეწარმეობის საკითხები შეისწავლეს

პროექტ „პირველი ნაბიჯის“ ფარგლებში ყვარლის ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის მორიგი სამუშაო შეხვედრა-ტრენინგი გაიმართა.
შეხვედრა საბჭოს ორგანიზებითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს სოციალური მეწარმეობის ძირითადი პრინციპები, ბიზნესმოდელის შემუშავება, ხარჯებისა და შემოსავლების დაგეგმვა, ასევე იდეის მდგრადობის შეფასების საკითხები.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საბჭოს მარკეტინგული გეგმისა და სოციალური ინიციატივის კონცეფციის მომზადებას.
შეგახსენებთ, რომ პროექტი „პირველი ნაბიჯი“ ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს ყვარლის ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭოს ინსტიტუციურ გაძლიერებას. სამეტაპიანი განვითარების პროგრამა სულ ექვს თემატურ ტრენინგს აერთიანებს.
სასწავლო-სამუშაო ციკლი 2026 წლის 25 ნოემბრამდე გაგრძელდება.