კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელებისათვის გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პლატონ კალმახელიძემ სტუდენტებს წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა, აკადემიურ პერსონალს კი სტუდენტური წვეულების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიების ფარგლებში პირველკურსელებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელმა ქეთი ქოქრაშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა.