კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ბენაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და 2027 წლის პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვრეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები გიორგი თუშიშვილი და მამუკა ბურდიაშვილი.