თელავში საერთაშორისო კინოლოგიური გამოფენა გაიმართა

თელავის სპორტულ კომპლექსში, საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის ორგანიზებითა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საერთაშორისო კინოლოგიური გამოფენა-კონკურსი გაიმართა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში ქართველმა და უცხოელმა მონაწილეებმა სხვადასხვა ჯიშის ძაღლები წარადგინეს. კონკურსის ფარგლებში საუკეთესო შედეგების მქონე მონაწილეები გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ.
გამოფენაში წარმოდგენილ ძაღლებს საერთაშორისო ექსპერტები აფასებდნენ, რომლებიც ღონისძიებაზე სერბეთიდან, ურუგვაიდან და პორტუგალიიდან იყვნენ მოწვეული.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა კონგრესი, რომელზეც ქართული მთის ძაღლის ჯიშად აღიარების საკითხი განიხილეს.
თელავი საერთაშორისო კინოლოგიურ გამოფენას 2017 წლიდან მასპინძლობს, რაც ქალაქის საერთაშორისო კინოლოგიურ ღონისძიებებში ჩართულობისა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობას ქმნის.