ყვარელში გაიმართა “წითელი ჯვრის” ორგანიზაციის ღონისძიება –„აქტიური ცხოვრება ხანგრძლივი სიცოცხლისათვის.“
დამსწრე საზოგადოების წინაშე მუსიკალური ნომრები წარადგინა “წითელი ჯვრის” ორგანიზაციის ბენეფიციარებისგან შემდგარმა ხანდაზმული ქალბატონების ანსამბლმა „ილიონმა,“ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი „ყვარელი“ და საესტრადო ანსამბლი „ნანინა.”
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ოთარ ბუჯიაშვილი და დავით ქანდაურიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი მათიკაშვილი და ა(ა)იპ ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი მაია ზარდიაშვილი.