ქალაქ ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლის მშენებლობა გრძელდება

ქალაქ ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახელობის №1, 700 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა გრძელდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სკოლის შენობის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. მიმდინარეობს შიდა სარემონტო და მოპირკეთების სამუშაოები, ასევე, სკოლის გარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო სივრცეების მოწყობას და მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და სრულფასოვანი სასწავლო გარემოს შექმნას.
შეგახსენებთ, რომ პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ახორციელებს.
პროექტის ღირებულება 14.5 მილიონ ლარზე მეტია.