კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, საქართველოს კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, ქალაქ სიღნაღში დაესწრო ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონკურს-ფესტივალის – „მომავლის ხმა – ვანო სარაჯიშვილის სახელობის პრემია“ დაჯილდოებას.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონკურს-ფესტივალი წელს პირველად ჩატარდა. პროექტი, რომლის მიზანიც თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ახალი ტალანტების აღმოჩენაა, განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით.
კონკურს-ფესტივალში მონაწილეობდნენ დამწყები ვოკალისტები, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და ახალგაზრდა მომღერლები თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.