72 160 ლარის ღირებულების ინვენტარი გადაეცა ბაგა-ბაღებს თელავის მუნიციპალიტეტში

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სათამაშოები, სპორტული ინვენტარი, ელექტრო ტექნიკა და კვების ბლოკის მომსახურე პერსონალის უნიფორმა გადაეცა თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს.

მერიის ცნობით, აღნიშნული ნივთები საბავშვო ბაღებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ფიქრია ყუშიტაშვილმა კულტურის სამსახურისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.

“ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ბაგა-ბაღებისთვის 29 სახეობის განმავითარებელი სათამაშოს, სპორტული ინვენტარის, ტექნიკის და უნიფორმების შესაძენად  72 160 ლარი გამოყო.” – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.