6 და 7 ოქტომბერს თელავის მთავარი დღესასწაული „ერეკლეობა“ გაიმართება

6 და 7 ოქტომბერს, მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 306 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თელავის მთავარი დღესასწაული „ერეკლეობა“ გაიმართება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, წარმოგიდგენთ მრავალფეროვან ღონისძიებათა პროგრამას:
6 ოქტომბერი:
12:00–18:00 საათი— თელავის წიგნის ფესტივალი ჭავჭავაძის სკვერში;
14:00–15:30 საათი — „არქეოლოგიური კვლევა-ძიება თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2025 წელს“ — ანგარიშების კრებულის პრეზენტაცია
თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში;
16:00–17:00 საათი — ლიტერატურული კონკურსის „მე ვარ ავი მუსაიფის“ შემაჯამებელი ღონისძიება თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში;
14:00–18:00 საათი — ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი;
17:00 საათი— კონკურსის „მეფის ქალაქი“ საზეიმო დაჯილდოება ერეკლე II-ის სასახლის აივანზე და მიმდებარე ტერიტორიზე.
7 ოქტომბერი:
09:00 საათი — მცხეთა, სვეტიცხოვლის ტაძარი — მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი;
09:00 საათი — თელავი, სასახლის ტერიტორია, ღვთისმშობლის ეკლესია — წირვა;
12:00 საათი— გამოფენა „მეფე ერეკლე;“
თელავის ისტორიული მუზეუმის მცირე საექსპოზიციო დარბაზში;
13:00 საათი — გამოფენა „ბაგრატიონები;“
ერეკლე II-ის სასახლის მიმდებარე ტერიტორია;
14:00 საათი— სასახლის ტერიტორია, ღვთისმშობლის ეკლესია — მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი;
15:00 საათი — სამეფო სახლის მიერ დაარსებული ერეკლე II-ის ორდენის გადაცემის ცერემონია სასახლის საელჩო დარბაზში;
12:00–18:00 საათი— თელავის წიგნის ფესტივალი;
12:00–18:00 საათი — დეკორატიული და თემატური პავილიონები: ღვინის ხეივანი, ეთნო სახლი, კალიგრაფიის კუთხე, ფოტოზონა, მხატვრების ფანჩატური, სოფლის ნობათი, ხელნაკეთი ნაწარმი, გამოფენები, კულინარიული სივრცე სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ერეკლე II-ის სახელობის მოედანზე;
19:00 საათი — „საპატიო თელაველი — 2026“-ის საზეიმო დაჯილდოების ცერემონია და გალა-კონცერტი;
მონაწილეობენ: მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი, სიმფონიური ორკესტრი, საოპერო გუნდი და სოლისტები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 6 და 7 ოქტომბერს, „ერეკლეობის“ ღონისძიებებთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალური ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.