23 ოქტომბრს თელავში ფესტივალ „ჭაჭა 2026“-ის გამო სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

ქალაქ თელავში, მეფე ერეკლე II-ის მოედანზე, ტრადიციული ფესტივალის — „ჭაჭა 2026“-ის ჩატარებასთან დაკავშირებით, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით, ორმხრივად შეიზღუდება.
შეზღუდვა 23 ოქტომბრის 22:00 საათიდან 25 ოქტომბრის 02:00 საათამდე იმოქმედებს.
სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება 26 მაისის ქუჩის კუთხიდან იუსტიციის სახლამდე და ერეკლე II-ის გამზირის N1-მდე.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებსა და ქალაქის სტუმრებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ აღნიშნული ინფორმაცია და გადაადგილებისას იმოქმედონ დაწესებული შეზღუდვების შესაბამისად.