2024 წელს თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სისტემები მოეწყო

2024 წელს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, კისისხევში, წინანდალში, კონდოლსა და შალაურში მოეწყო ჭაბურღილები და რეზერვუარები, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა წყლის დებეტი და მოსახლეობის წყალმომარაგება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდებისა და მომარაგების პროცესის გამართვისათვის, სასმელი წყლის ახალი სათავე ნაგებობა მოეწყო სოფელ ლაფანყურში, სადაც 50 ტონის ტევადობის სასმელი წყლის სათავე ნაგებობის პროექტის მშენებლობა, 490 000 ლარით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. მოეწყო 3 სადრენაჟე სისტემა. სრულად შეიცვალა 1,7 კმ სიგრძის წყლის მაგისტრალური, პოლიეთილენის მილსადენი, რომელიც დაუკავშირდა სოფელს.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, სადაც პროცესი დასრულდება წლის ბოლომდე.
2024 წელს, წყლის სისტემის მოწესრიგება-რეაბილიტაცია/ექსპლუატაციისთვის, ჯამურად, გამოყოფილი იყო 4 573 778 ლარი.