ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში გაიმართა ტრადიციული დღესასწაული „აფენობა 2025.“
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკოლებმა და საბავშვო ბაღებმა წარმოადგინეს საშემოდგომო კუთხეები და ხელნაკეთი ნამუშევრები, ადგილობრივმა მეწარმეებმა გამართეს ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. სტუმრებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ტრადიციული კერძები და სოფლის ღვინოები.
დღესასწაულს ესწრებოდნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია, საქართველოს პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები.
საღამო დასრულდა კონცერტით, რომელიც გაიმართა ჯგუფი 1/4 & ლინდა ადამიას და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.