კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ, დავით სონღულაშვილთან, პარლამენტის წევრ, გიორგი ბენაშვილთან, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერ, მალხაზ ბეგიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ჯანიკაშვილთან ერთად, ბოდბის დედათა მონასტერში ნინოობის სადღესასწაულო წირვას დაესწრო.
წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში, წირვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა, რომელსაც ადგილობრივი მრევლი და მომლოცველები ესწრებოდნენ.