ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა

დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან გამართა სამუშაო შეხვედრა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული პრიორიტეტული საკითხები, დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.
აღსანიშნავია, რომ მერმა წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა სოფლის საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ შერჩეულ პროექტებთან დაკავშირებით.