ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ოთარ ბუჯიაშვილი ესწრებოდა.
“სამუშაო შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებული საკითხები განვიხილეთ. ჩვენი მიზანია, მუნიციპალური სერვისები და პროექტები მაქსიმალურად მოერგოს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს,” – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა.