ყვარელში საახალწლო ღონისძიებისთვის მზადება დილიდან აქტიურად მიმდინარეობს

ყვარელში, დილიდან აქტიურად მიმდინარეობს საახალწლო ღონისძიებისთვის მზადება, რომელიც დაგეგმილია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, მერიის მიმდებარედ არსებულ სკვერში, 14:00 საათიდან მოეწყობა საშობაო ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები.
ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები, ხოლო 18:00 საათზე საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.
საახალწლო ღონისძიება დასრულდება კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით.
აღსანიშნავია, რომ ახალი წლის დღეები წელს უკვე მეოთხედ იმართება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.