ყვარელში, “პარიზ სენ-ჟერმენის” და “ინტერის” ფინალის ტრანსლაცია გაიმართა.

ყვარლის კომპლექსური სასპორტო სკოლის დარბაზში მოწყობილ დიდ ეკრანზე, გაიმართა ჩემპიონთა ლიგის 2024 – 2025 წლების სეზონის ფინალური თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია.
ფინალურ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდა საფრანგეთის “პარიზ სენ-ჟერმენი” და იტალიის “ინტერი.”
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფინალის ტრანსლაციას თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი.
შეხვედრა საფრანგეთის “პარიზ სენ-ჟერმენის” ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა, სადაც მეოთხე გოლის ავტორი გახდა ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია.