ყვარელში, “ილიას ტბაზე,” სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა რეგიონული შეჯიბრი მინი ფეხბურთში.
ვაჟთა კატეგორიაში I ადგილი დაიკავა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის საჯარო სკოლამ, ხოლო II ადგილზე გავიდა სოფელ გავაზის საჯარო სკოლა.
გოგონებს შორის I ადგილი დაიკავა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლამ, ხოლო II ადგილზე გავიდა ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლა.
შეჯიბრში გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცათ სიგელები და თასები.