ყვარელში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაძლიერებაზე იმსჯელეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ გიგა წიწრიაშვილთან ერთად, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაძლიერება, კვალიფიციური კადრების მომზადება და მათი შესაბამისი პროგრამებით დაკმაყოფილება.
“დღეს, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ გიგა წიწრიაშვილთან ერთად, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შევხვდი.
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პროგრამების განვითარების კონსულტანტმა შოთა მურღულიამ საჯარო ადმინისტრირების პროგრამა წარმოადგინა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაძლიერებას, კვალიფიციური კადრების მომზადებას და მათი შესაბამისი პროგრამებით დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად,” – აღნიშნა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.