საქართველოს პრეზიდენტი მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ნატალია კორძაიას შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მას დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და მექსიკის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ელჩის საქმიანობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური თანამშრომლობის, ასევე, კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებას.
მიხეილ ყაველაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩს საქართველოს ეროვნული ინტერესების ღირსეულად წარმოდგენა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ეფექტიანი განხორციელება უსურვა.