საქართელოს პრემიერ მინისტრი ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  მთავრობა არ იშურებს ძალისხმევას, ყველა რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირის მიერ არის წარმოდგენილი პირნათლად და ზედმიწევნით შესრულდეს უმოკლეს ვადებში.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რეკომენდაციების უმოკლეს ვადებში ზედმიწევნით შესრულების მიზნით, გაწერილია ის გრაფიკი, რომელიც შეიმუშავა პარლამენტმა და წარუდგინა საზოგადოებას, მათ შორის ევროპელ პარტნიორებს.

„თითოეულ რეკომენდაციის ხარისხიანად შესრულების მიზნით არის შექმნილი სამუშაო ჯგუფი და მიდის აქტიური მუშაობა. ვიმეორებ, ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ დავაკლებთ და მაქსიმალურად მოკლე დროში ყველაფერს გავაკეთებთ. კიდევ ერთხელ ვიტოვებთ იმედს, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლიანი მიდგომით ჩაერთვება აღნიშნულ პროცესში.“– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.