პლატონ კალმახელიძე ქართულ – ფრანგული სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, შეხვდა ქართულ – ფრანგული სამედიცინო ცენტრ ,,კახეთი-იონის“ ხელმძღვანელს თამარ ცანკაშვილს და ცენტრის გამგეობის თავმჯდომარეს ერიკ ჟანტს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე პლატონ კალმახელიძემ ცენტრის წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია კლინიკაში არსებული ვითარების, მიმდინარე საკითხებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მხარეებმა იმსჯელეს ცენტრის პოტენციალის განვითარების პერსპექტივებზე და შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.