მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში, რომელიც წელს 41-ედ იმართება, ოფიციალურად გაიხსნა.
ფესტივალის გახსნას საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის დამაარსებლები და მხარდამჭერები, ელისო ვირსალაძე, ნატალია გუტმანი და ედუარდ ბრუნერი, თელავის საპატიო მოქალაქის წოდებას ატარებენ.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, უკვე ტრადიციად ქცეული მოვლენა, თელავის კულტურულ ცხოვრებასა და წლის კალენდარში ერთ-ერთი გამორჩეული სადღესასწაულო კვირაა.
ფესტივალის მხარდამჭერია – საქართველოს კულტურის სამინისტრო და თელავის მუნიციპალიტეტის მერია.