თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, მის მოადგილესთან ფიქრია ყუშიტაშვილთან ერთად შეხვდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურის ყველაზე სტაჟიან თანამშრომლებს. მერმა ქალბატონებს მიულოცა გაზაფხულის დღესასწაულები და მადლობის სიგელები გადასცა მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
„მინდა მოგილოცოთ გაზაფხულის შემობრძანება და ქალთა დღესასწაულები. მსურს, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ. თქვენ ხართ ქალბატონები, რომლებიც უკვე ათწლეულებია დაუღალავად ემსახურებით ჩვენ მუნიციპალიტეტს, ჩვენ მოქალაქეებს. თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ როგორც თელავის მუნიციპალიტეტის, ასევე ქვეყნის განვითარებაში. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, წარმატება და ბედნიერება!“ – აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა.