ლევან ანდრიაშვილი რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესს ადგილზე გაეცნო

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავში რუსთაველის ქუჩის ნაწილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, სადაც 277 მ გზის მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტი დაეგო.

მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაო პროცესს თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან თენგიზ მთვარელიშვილთან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.