ირაკლი კობახიძე საქართველოსა და ბულგარეთის ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოსა და ბულგარეთის ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მატჩის შემდეგ პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მთავრობის მეთაურთან ერთად, მატჩს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები დაესწრნენ.