თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თესაუს კავკასიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორის, თენგიზ სიმაშვილის ორგანიზებით, გაიმართა არქეოლოგის, მოწვეული ლექტორის, გიორგი მწყერაძის წიგნის – “კურდღელაური” პრეზენტაცია.
ნაშრომი მიეძღვნა სოფელ კურდღელაურის ისტორიას, სადაც შეკრებილია ისტორიული ცნობები სოფლის შესახებ, განხილილია ტოპონიმები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. წარმოდგენილია არქეოლოგიური ძეგლები და არტეფაქტები, ასევე საერო და სასულიერო ხუროთმოძღვრული ძეგლები.
ნაშრომში ჩანს კურდღელაურის ტერიტორიაზე საზოგადოების განვითარების ჯაჭვი ძვ.წ.II -l ათასწლეულების მიჯნიდან, შუა საუკუნეების ჩათვლით.
წიგნის თანახმად, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მკვლევარს მიაწოდა სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილმა სამარხმა და ასევე ჭურჭელში ნანახმა სამკურნალო მცენარეთა მტვრის ნაშთებმა.
წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ თესაუს პროფესორ – მასწავლებლები, თელავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლები და სოფელ კურდღელაურის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები.