თელავში, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით აღმართულია სახელმწიფო დროშები.

დღეს, 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თელავში აღმართულია სახელმწიფო დროშები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სახელმწიფო დროშის დღის აღსანიშნად, დროშები განთავსებულია ცენტრალურ ქუჩასა და ადმინისტრაციულ შენობებზე.
“თელავის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!” –  ნათქვამია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.