თელავში, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ,,მუსიკალური შემოდგომა 2025-ის” ფარგლებში, კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი და მერის მოადგილე, ფიქრია ყუშიტაშვილი დაესწრნენ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მსმენელის წინაშე წარსდგნენ: სოფო პაპუაშვილი, ზუკა ხუციშვილი, ნათია დევდარიანი, თათია დევდარიანი, ზაზა ნოზაძე, დრონი, ღამის შოუს ბენდი, ანუკი ცქვიტინიძე, გელა დონაძე.