თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ მეტრეველმა უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური სპორტული მოედნისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობის სამუშაოები მოინახულა.
დღეს, კალათბურთის მოედანზე კაუჩუკის საფარის დამცავი ფენის დასხმის სამუშაოები განხორცილედა.
მერიის ინფორმაციით, მრავალფუნქციური სპორტული მოედნისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობის პროექტი ითვალისწინებს ახალი სარბენი ბილიკის, ფეხბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნების, ასევე, ღია სავარჯიშო კომპლექსის, ღია ტიპის მაგიდის ჩოგბურთის და ბავშვთა გასართობი მოედნების მოწყობას.
ასევე, გათვალისწინებულია მიმდებარე ტერიტორიის ათვისება, სადაც ეწყობა რეკრაციული სივრცე, რაც მოიცავს სასეირნო ბილიკების, ბავშვთა გასართობი მოედნის, ფანჩატურის, სკამების და განათების მოწყობას.
პროექტის სრული ღირებულება შეადგენს 2 259 601 ლარს.