თელავში ისტორიული ავტომობილებისა და მოტოციკლების ფესტივალი გაიმართა.

დღეს, თელავში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ისტორიული ავტომობილების ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა ისტორიული ავტომობილებისა და მოტოციკლების ფესტივალი, რომელსაც ყოველწლიური ხასიათი აქვს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილი იყო 100-მდე ავტომობილი და მოტოციკლი, ასევე, ხელით აწყობილი საფრენი აპარატები.
გაიმართა გასართობი და მუსიკალური შოუპროგრამა, მოეწყო შემეცნებითი, საგამოფენო და კულინარიული პავილიონები.
დღის ბოლოს, სხვადასხვა კატეგორიაში, გამორჩეული ავტომობილებისა და მოტოციკლების მფლობელებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალი ეძღვნება თელაველი ავტომრბოლელის, ოთარ ოთარაშვილის ხსოვნას.