თოვლის გამო, თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ თელავის ცენტრალურ ქუჩებსა და გარეუბნებში მძიმე ტექნიკის საშუალებით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები და იყრება ქვიშა-მარილის ნარევი.
არსებული მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, მუნიციპალური ტრანსპორტი 18 იანვარს არ იმუშავებს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ტექნიკურად გამართული ავტოტრანსპორტით და გადაადგილებისას გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე.