თელავის მუნიციპიალიტეტის მერიის ორგანიზებით, თელავში, სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ, ჩატარდა კერამიკის მასტერკლასი.
მერიის ინფორმაციით, მასტერკლასი მიეძღვნა აღდგომის დღესასწაულს და მასში მონაწილეობა მიიღეს თელავის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის, ბავშვთა დღის ცენტრის, სამხატვრო, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა, ასევე კერამიკით და ხატვით დაინტერესებულმა მსურველებმა.
საზოგადოების წინაშე წარსდგნენ ანსამბლი ,,პატარა კახი,, და ალავერდის ეპარქიასთან არსებული სკოლის მომღერალთა გუნდი.